ასაკობრივი ჯგუფი, მოსწავლეთა რაოდენობა | I საფეხური. IV კლასი. 12 მოსწავლე. სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე კლასში არ არის. |
მთავარი თემა | როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ამოცანის მიხედვით ნახაზის/ნახატის შედგენა. |
მნიშვნელობა/აქტუალურობა | ნახაზის შედგენის ცოდნა, ან ნახაზის ამოკითხვა დაეხმარება მოსწავლეებს რეალურ ვითარებაში, გარემოში ორიენტირებისათვის. ამასთანავე ნახაზი დაეხმარება მოსწავლეებს ამოცანის პირობის უკეთ გააზრებაში. |
მიზნები და შედეგები | მოსწავლეებმა ისწავლონ ორ სიდიდეს შორის განსხვავების მოძებნა, გამოიყენონ ეს ხერხი ამოცანის ამოსახსნელად , ისწავლონ ამოცანის ამოსახსნელად შესაბამისი ნახაზის/ ნახატის შედგენა. IV. 7. ამოცანის ამოსახსნელად განასხვავებს საჭირო და ზედმეტ მონაცემებს. IV. 10. რეალური ვითარების შესაბამისი სქემატური გამოსახულების მიხედვით ( რომელზეც მანძილია აღნიშნული ) პოულობს ორ ობიექტს შორის მანძილს. |
წინარე ცოდნა | რა არის ამოცანა, ამოცანის ნაწილები, ამოცანის პირობის მოკლე ჩანაწერის გაკეთება. რა არის მარშრუტი. |
შეფასების საგანი და პროცედურები | წერილობითი ნამუშევრების ( სამუშაო წყვილებში; დამოუკიდებელი სამუშაო- ინდივიდუალურად) ზეპირი პრეზენტაცია. შეფასების რუბრიკის( ცხრილის ) გამოყენება. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | თაბახის ფურცლები; სამუშაო რვეულები; IVკლასის მათემატიკის სახელმძღვანელოში მოცემული სავარჯიშოები. წინასწარ მომზადებული სავარჯიშოები დამოუკიდებელი სამუშაოსათვის. კომპიუტერი, პროექტორი |
გაკვეთილის მსვლელობა | 1) აქტიური სავარჯიშო- სამუშაო წყვილებში. 10წთ. (ამ სავარჯიშოს საშუალებით ვამზადებთ მოსწავლეებს ახალი მასალისათვის; ვიწვევთ მათში ინტერესს. 2) მათემატიკის სახელმძღვანელოში მოცემულ სავარჯიშოებზე მუშაობა მასწავლებლის დახმარებით. § 11. სავარჯიშოები: № 3 №4; №6 20 წუთი 3) შეჯამება/ შეფასება 15 წთ მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით ვაჩვენებთ ნახაზებს, რომლის მიხედვით უნდა გააკეთონ ამოცანის პირობის მოკლე ჩანაწერი (Iვარიანტი). ან პირობის მიხედვით შექმნან ნახაზი (I I ვარიანტი) |
დიფერენცირებული სწავლება | წერილობითი დავალებები. ( ტესტი, სამუშაო წყვილებში) |
понедельник, 2 мая 2011 г.
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий