суббота, 31 мая 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

საინტერესო იყო მეორე მოდულზე მუშაობა. გავიგე როგორ მოვარგო სტანდარტები ჩემი პროექტის საჭიროებებს. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, მისი სახეები (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი), განვიხილეთ ნიმუშები. ვისწავლეთ ვებგვერდის " intelisproeqti.blogspot.com "გამოყენება საგნის სტანდარტების ჩამოტვირთვის მიზნით. საინტერესო იყო ამ მოდულის მოსმენა.

понедельник, 2 мая 2011 г.

სასწავლო პროექტი


თემა :მცენარის ზრდაგანვითარება და გამრავლება.
მთავარი იდეა :მცენარის აღმოცენებასა და ზრდაგანვითარებაზე დაკვირვება.
აქტუალობა:მოსწავლეები ისწავლიან გარემომცველი ბუნების სიყვარულს,გაუფრთხილდებიან მწვანე საფარს,ისწავლიან მათზე მოვლაპატრონობას.
მიზანი : მოზარდებს შეექმნათ წარმოდგენა, თუ,როგორ მრავლდებიან დედამიწაზე მცენარეები, რა არის სიცოცხლისათვის აუცილებელი და რა მნიშვნელობა აქვს მწვანე საფარს ადამიანისათვის. მოსწავლეებს მივცეთ საშეალება თვითონ იზრუნონ მცენარეთა დათესვასა და მოვლაპატრონობაზე.
პრობლემა :ხშირად ახალგაზრდა თაობა არ უფრთხილდება მცენარეულ საფარს,უმიზეზოდ ანადგურებენ ხის ტოტებს, ახალ ნერგებს, ანაგვიანებენ გარემოს.
შედეგი : თითოეულ ნერგს, რომელსაც თვითონ დარგავენ დიდი სიყვარულით გაუფრთხილდებიან.
საჭირო რესურსები:პოლიეთილენის პარკები,მიწა, შრომის იარაღები,ფოტოაპარატი,კომპიუტერი.
მონაწილეები:დოლოგნის საჯარო სკოლის   მე_4 კლასის   მოსწავლეები.
          შედეგის მისაღწევად განსახორციელებელი აქტიობები:  
1.ნიადაგის მომზადება;თესლის მოთავსება ნიადაგში.20.04.2011წ.
მოსწავლეები:გ.ბედინაძე,ქ.კოჩაძე,ს.აბაშიძე.
2.ინტერნეტის გამოყენებით ინფორმაციის მოძიება ყვავილოვან და წიწვოვან მცენარეებზე.22.04.2011წ
მოსწავლეები:ლ. ლორთქიფანიძე, მ. დუმბაძე, ლ.ჯინჭარაძე,
3.ინტერნეტში პროექტის ვებ_გვერდის შექმნა.25.04.2011წ.
მოსწავლეები:მ.მადაძე, ი.ბედინაძე,ჯ.ესებიძე.
4.სისტემატური დაკვირვება აღმონაცენზე შედეგების შეტანა ინტერნეტში.2.05._25.05.2011წ.
მოსწავლეები:ლ.ლორთქიფანიძე, ი,ესებიძე, ლ.გურგენიძე.
5.ნერგის გადატანა სასკოლო ნაკვეთზე.27.05.2011წ.
მოსწავლეები:გ.ბედინაძე, ქ. კოჩაძე, ს. აბაშიძე.

შეფასების რუბრიკა



შეფასების ინდიკატორი
არასწორად
მეტ-ნაკლებად
სწორად
რეალური ვითარების შესაბამისი სქემატური გამოსახულების მიხედვით პოულობს ორ ობიექტს შორის მანძილს
სქემატური გამოსახულების მიხედვით ვერ ადგენს მანძილს ორ ობიექტს შორის
აღწერს სქემატურ გამოსახულებას, უჭირს მანძილის დადგენა
სქემატური გამოსახულების მიხედვით ადგენს ორ ობიექტს შორის მანძილს
სვამს საძიებო შემაჯამებელ კითხვებს
არასწორად სვამს საძიებო შემაჯამებელ კითხვებს
დავალებასთან მიახლოებით სვამს საძიებო კითხვებს
სწორად სვამს საძიებო შემაჯამებელ კითხვებს
გამოარჩევს სიმბოლოების გამოყენებით მითითებულ მარშრუტს
ვერ აღწერს სიმბოლოებით მითითებულ მარშრუტს,
მიახლოებით გამოარჩევს სიმბოლოებით მითითებულ მარშრუტს
გამოარჩევს და კითხულობს სიმბოლოებით გამოყენებით გამოსახულ მარშრუტს

გაკვეთილის გეგმა


ასაკობრივი ჯგუფი, მოსწავლეთა რაოდენობა
საფეხური. IV კლასი. 12 მოსწავლე. სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე კლასში არ არის.
მთავარი თემა
როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს  ამოცანის მიხედვით  ნახაზის/ნახატის შედგენა.

მნიშვნელობა/აქტუალურობა
ნახაზის შედგენის ცოდნა, ან ნახაზის ამოკითხვა დაეხმარება მოსწავლეებს რეალურ ვითარებაში, გარემოში ორიენტირებისათვის.  ამასთანავე ნახაზი დაეხმარება მოსწავლეებს ამოცანის პირობის უკეთ გააზრებაში.



მიზნები და შედეგები
მოსწავლეებმა ისწავლონ ორ სიდიდეს შორის განსხვავების მოძებნა, გამოიყენონ ეს ხერხი ამოცანის ამოსახსნელად , ისწავლონ ამოცანის ამოსახსნელად შესაბამისი ნახაზის/ ნახატის შედგენა.
IV. 7.  ამოცანის ამოსახსნელად განასხვავებს საჭირო და ზედმეტ მონაცემებს.
IV. 10. რეალური ვითარების შესაბამისი სქემატური გამოსახულების მიხედვით ( რომელზეც მანძილია აღნიშნული ) პოულობს ორ ობიექტს შორის მანძილს.

წინარე ცოდნა
რა არის ამოცანა, ამოცანის ნაწილები, ამოცანის პირობის მოკლე ჩანაწერის გაკეთება. რა არის მარშრუტი.
შეფასების საგანი და პროცედურები
წერილობითი ნამუშევრების ( სამუშაო წყვილებში; დამოუკიდებელი სამუშაო- ინდივიდუალურად) ზეპირი პრეზენტაცია.
შეფასების რუბრიკის( ცხრილის ) გამოყენება.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
თაბახის ფურცლები; სამუშაო რვეულები; IVკლასის მათემატიკის სახელმძღვანელოში მოცემული სავარჯიშოები. წინასწარ მომზადებული სავარჯიშოები დამოუკიდებელი სამუშაოსათვის. კომპიუტერი, პროექტორი



გაკვეთილის მსვლელობა
1)  აქტიური სავარჯიშო- სამუშაო წყვილებში. 10წთ. (ამ სავარჯიშოს საშუალებით ვამზადებთ მოსწავლეებს ახალი მასალისათვის; ვიწვევთ მათში ინტერესს.
2) მათემატიკის სახელმძღვანელოში მოცემულ სავარჯიშოებზე მუშაობა მასწავლებლის დახმარებით. § 11. სავარჯიშოები: № 3  №4; №6   20 წუთი
3) შეჯამება/ შეფასება                       15 წთ
მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით ვაჩვენებთ ნახაზებს, რომლის მიხედვით უნდა გააკეთონ ამოცანის პირობის მოკლე ჩანაწერი (Iვარიანტი). ან პირობის მიხედვით შექმნან ნახაზი (I I ვარიანტი)
დიფერენცირებული სწავლება
წერილობითი დავალებები. ( ტესტი, სამუშაო წყვილებში)